Tuesday, March 30, 2010


ბუნებრივი  მოვლენა ზოგჯერ კატასტროფული   ხასიათის  პროცესად  გადაიქცევა. მაგალითად,დიდი რაოდენობით  ნალექმა შესაძლებელია წყალდიდობა გამოიწვიოს,უეცარმა დათბობამ ზვავების გააქტიურება,წნევის რყევამ -დამანგრეველი სიძლიერის ქარი და ა.შ ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა და პროცესი გეოგრაფიულ სივრცეში ვითარდება. ამიტომ კატასტროფული  ხასიათის ბუნებრივი მოვლენების გეოგრაფიული თავისებურების შესწავლასა და პროგნოზირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
 ბუნებრივი მოვლენებიდან და პროცესებიდან კატასტროფულია მიწისძვრა,ვულკანის ამოფრქვევა, მეწყერი,ზვავი,ტაიფუნი,წყალდიდობა და სხვ.თითოეული მათგანი სხვადასხვა გეოგრაფიულ პირობებში ვითარდება  და სხვადასხგვარი საშიშროებით ხასიათდება. მათ ერთი რამ აერთიანებს -ისინი განსაკუთებით საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის  


 დედამიწაზე სტიქიურ მოვლენებს ბუნებრივი კატასტროფების სახით ადგილი აქვს როგორც ხმელეთზე, ასევე წყალქვეშ. ყველაზე დამანგრეველი სტიქიური მოვლენებია მიწისძვრები, ვულკანიზმი, წყალდიდობა, გრიგალისებური ქარები, ციკლონური ქარიშხლები, ტაიფუნი, თოვლის ზვავები.



მათი მასშტაბები თანდათან მატულობს, რაც დაკავშირებულია ახლი ტერიტორიების ათვისებასთან: ვჩეხავთ ტყეებს, ვაბინძურებთ წყალსაცავებს, მდინარეებზე ვაგებთ კაშხლებს და . . სტიქიური მოვლენების შესახებ ცნობებს უძველესი მატიანეები გვაწვდიან:



საბავშვო ენციკლოპედიათბილისი. 1963 წელი: ”1788 წლის 13 ივლისს 70 კმ/სთ სიჩქარის სეტყვის ტალღამ, სამხრეთ დასავლეთიდან ჩრთილოეთისკენ მთელ საფრანგეთზე გადაიარა. სეტყვის ზოლის სიგანე ზოგგან 26 კილომეტრს აღწევდა, სეტყვის ერთი მარცვლის წონა კი, 250 გრამს უდრიდა.



გზებზე და ღრმულებზე რამდენიმე სანტიმეტრის სისქის ყინული დაგროვდა, ხეები გაშიშვლდა, ნათესები განადგურდა, წვრილფეხა საქონელი გაწყდა, მსხვილფეხა პირუტყვი დაზიანდა, ტყეებში კი ფრინველები დიდი ხნით გაქრნენ.



ამაზე ;ლიერი სეტყვა მოვიდა რუსეთში 1843 წლის 27 მაისს. სეტყვის მარცვლის წონა ზოგგან 300 გრამს აღწევდა. 1904 წლის 29 ივნისს მოსკოვის აღმოსავლეთ რაიონში მოვიდა სეტყვა 400 გრამიანი მარცვლებით. სეტყვა ვერტიკალურად და ისეთი ძალით ეცემოდა, რომ სათბურებისა და ორანჟერიების მინები ნატყვიარს ჰგავდა.



ნიადაგში 6 სანტიმეტრიან ღრმულებს აჩენდა. ძლიერი სეტყვა მოვიდა ინდოეთში 1929 წლის 11 მაისს. ზოგიერთი მარცვლის დიამეტრი 13 სანტიმეტრს აღწევდა და 1 კილოგრამს იწონიდა”.



ამავე წიგნში არის ცნობები სხვა სტიქიური მოვლენების შესახებაც. ასე, მაგალითად: ” 1950 წლის ივლისში საფრანგეთში საშინელი გრიგალი მძვინვარებდა. მის მიერ მიყენებული ზიანი ნამდვილ კატასტროფად იქცა. ქვეყნის ბევრ რაიონში ყურძნის, ხორბლისა და კარტოფილის მოსავალი მთლიანად განადგურდა.



1837 წელს კარიბის ზღვაში, ვირჯინიის კუნძულებზე გრიგალმა დაანგრია სიმაგრე, რომელიც ნავსადგურის მისადგომებს იცავდა, გიგანტურმა ტალღებმა ნაპირზე უზარმაზარი ლოდები გამორიყა, ხოლო დიდი გემი ოკენანის დონიდან 3 მეტრზე აზიდულ კლდეებზე შეაგდო.



1949 წელს იაპონიის სანაპიროზე მძლავრმა ტაიფუნმა გადაიარა. 1’300 პატარა თევზმჭერი გემი ზღვაში დაიღუპა, ათასობით მეთევზე კი უკვალოდ გაქრა”.



აქვე ვკითხულობთ ცნობებს უდაბნოს ციკლონურ ქარიშხალზე: ” 1901 წლის მარტში საჰარის ქარიშხალმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მტვრით დაფარა ქალაქი ტუნისი. ქალაქში დღის საათებში უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა.



მეორე დღეს ციკლონმა მტვერი გადაიტანა იტალიაში, უნგრეთში, გერმანიასა და დანიაში, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ მოწითალო ფერის მტვერი რუსეთშიც გაჩნდა. ამ მტვრის გამოჩენა ურალშიც კი აღინიშნა”.



ტროპიკულ გრიგალს თან ახლავს ცუნამზე არანაკლებ დამანგრეველი ძალის ტალღები. 1737 წლის ოქტომბერში ბენგალის ყურეში მდინარე ჰუგლის ნაპირს თავს დაატყდა ქარიშხლისაგან გამოწვეული ტალღა, რის შედეგადაც 3’000 ადამიანი დაიღუპა. უფრო მეტი ზარალი გრიგალმა 1864 წელს მიაყენა მოსახლეობას, - მოვარდნილმა ტალღამ 50’000 კაცი შთანთქა”.



ალბათ ყველას გვახსოვს 2005 წელს, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, ზღვის ფსკერის ქვეშ მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამმა რამხელა კატასტროფა გამოიწვია.



უდიდესი ზარალი მიაყენა კუნძულოვან ქვეყნებს: ინდონეზიას, შრი-ლანკას, ტაილანდს, მალდივის კუნძულებს. ასევე ინდოეთს, მალაიზიას, მიანმას, სომალის, კენიას. სავარაუდოდ 150’000 ადამიანი დაიღუპა, ათობით ათასი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მილიონობით კი უსახლკაროდ დარჩა.



უბედურების ზონაში ამ დროს უამრავი ტურისტი იყო, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი სახეებიც. მაგალითად გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუთ კოლი, რომელიც უვნებლად გადარჩა, მაგრამ ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი და რეჟისორი რიჩარდ ანტერბორო მძიმედ დაშავდა, მისი სიძე და ქალიშვილი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.



ამ კუნძულებზე თაფლობის თვეს ატარებდა, ავსტრალიის ყველაზე ცნობილი რაგბისტი ტროი ბორდბორჯი. ისიც და მისი მეუღლეც დაიკარგნენ.



გიგანტურმა ზვირთებმა შრი-ლანკას სანაპიროზე რამდენიმე კილომეტრის სიღრმეში ყველაფერი წალეკა. ამ ზონაში მდებარე უნიკალურ ბუნებრივ ნაკრძალში ასობით სპილო და ლეოპარდი ბინადრობდა. სტიქიას ყველა ცხოველი გადაურჩა. ჩანს ცხოველებმა იგრძნეს საფრთხე და თავს უშველეს.



ერთ-ერთი კუნძული, რომელზეც უბედურებამდე 3’500 კაცი ცხოვრობდა, უკაცრიელად აღიარეს. უცნობია ასევე ანადამანისა და ნიკობარის კუნძულებზე მცხოვრებ პრიმიტიულ ტომთა ბედი.



მათ შორის არიან ეგრეთ წოდებული ნიგრიტოს ტომის ადამიანები (მათი სიმაღლე 150 სანტიმეტრია), რომლებიც პლანეტის უძველეს მკიდრებად ითვლებიან. სავარაუდოდ ეს ტომი სტიქიამ შეიწირა.



”9 ბალიანზე მეტი სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებმა შეარყია დედამიწის ღერძი, შეცვალა აზიის რუკა და სუმატრას რაიონში კუნძულების ნაწილი გადააადგილა” - წერდა ამ უბედურების შესახებ ფრანგული გაზეთიმონდი”.





წყალში თითქმის ჩაიძირა შუქურა ინდირა პოინტი, რომელიც ინდოეთის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს და კუნძულ სუმატრადან 140 კილომეტრითაა დაშორებული. ოკეანის ზედაპირზე მხოლოდ ნაგებობის წვერო მოჩანს” - გვაწვდიდა ცნობას ამ სტიქიის შესახებ ინდოეთის გაზეთიტელეგრაფი”.



ბუნებრივი სტიქიური მოვლენებიდან ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და დამანგრეველი ალბათ მიწისძვრაა, რომლის პროგნოზირება მეცნიერებს დღემდე არ შეუძლიათ.



პირველი ისტორიული ცნობები დედამიწაზე მიწისძვრების შესახებ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2’500 წლით არის დათარიღებული. ამ წელს ეგვიპტეში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა.



1960 წლის 22 მაისს სამხრეთ ჩილეში, მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრში სიმძლავრე 9,5 ბალს აღწევდა. დაიღუპა 2’000 და დაშავდა 3’000 ადამიანი. 2,5 მილიონი კი უსახლკაროდ დარჩა. ქვეყანამ 550 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა.



ამ მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამი თავს დაატყდა ჰავაის სანაპიროს და 61 ადამიანი იმსხვერპლა. ამავე მიწისძვრით გამოწვეულმა უზარმაზარმა ზღვის ტალღებმა იაპონიამდე მიაღწია, სადაც 138 ადამიანი დაიღუპა. ასევე დაზარალდა ფილიპინები.



მიწისძვრის სიძლიერის მეცნიერული გაზომვა 19- საუკუნის ბოლოს დაიწყეს. მანმადე მომხდარი მიწისძვრების შესახებ კი, მხვერპლთა რაოდენობის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ.



1556 წელი. ჩინეთი, ქალაქი შანსი - დაიღუპა 830’000 ადამიანი.

1737 წელი. ინდოეთი, ქალაქი კალკუტა - დაიღუპა 300’000 ადამიანი.

1976 წელი. ჩინეთი, ტიანშანი - დაიღუპა 225’000 ადამიანი.

1138 წელი. სირია, ქალაქი ალეპო - დაიღუიპა 230’000 ადამიანი.



კავკასიაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა 1667 წელს მოხდა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ქალაქ შემახაში, სადაც 80’000 ადამიანი დაიღუპა. აქვე არ შეიძლება არ ავღნიშნოთ 1988 წლის სომხეთის (სპიტაკი) მიწისძვრა სადაც 25’000 ადამიანი დაიღუპა.



აქტიური მიწისძვრების ზონიაშია საქართველოც. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 1991 წლის 29 აპრილს მოხდა, რომლის ეპიცენტრი მდებარეობდა საჩხერესთან. მისი სიმძლავრე 9 ბალი იყო. საჩხერის, ონისა და ამბროლაურის რაიონების მნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა. დაზარალდა ზემო იმერეთისა და რაჭის სოფლები.
   1995  წლის  28 მაისს  კუნძულ  სახალინის  ჩრდილოეთ  ნაწილში მომხდარმა ცხრა ბალიანმა მიწისძვრამ დაანგრია მისი  ეპიცენტრის  სიახლოვეს მდებარე მენაავთობეთა პატარა ქალაქი ნეფრეგორსკი.ტრაგედიის მიზეზი იყო სეისმოლოგების შეცდომა, რომლებმაც შენობების მედეგობა(გამძლეობა) სწორად ვერ გათვალეს,ასევე -უხარისხო მშენებლობა. კატასტროფა იმსხვერპლა 2000 ადამიანი,ზარალმა ტრილიონობით რუსული რუბლი შეადგინა ,ხოლო ქალაქმა პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა.
      1988 წ. სპიტაკის (სომხეთის) მიწისძვრა თავისი დამანგრეველი მასშტაბებით    XX საუკუნის უდიდესი სტიქიური უბედურება იყო სამხრეთ კავკასიაში: ათეულობით დანგრეული დასახლება ,ათი ათასობით ადამიანის მსხვერპლი, დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა ,11მლრდ აშშ დოლარად შეფასებული ზარალი.
      წყალდიდობისგან თავის დაცვა ადამიანმა უხსოვარი დროიდან ისწავლა. ამაში ბადალი არა ჰყავთ ჰოლანდიელებს, რომლებმაც არა მარტო ზღვის წყლის შემოტევისაგან დაიცვეს თავი ,არამედ ზღვას მიწა წაართვეს. 
ორიოდე კვირის წინ, მასშტაბური წყალდიდობებისა და მეწყერის შემდეგ, სტიქიური მოვლენები კვლავ განმეორდა და ამჯერად მდინარეების ადიდებამ სამეგრელოსთან

ერთად კახეთიც აზარალა. კახეთს წვიმებთან ერთად თავს ქარიშხალიც დაატყდა. შესაბამისად, მოიმატა სტიქიის პირველი შემოტევით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის მოცულობამაც, მაგრამ მთავრობა ზარალის ასანაზღაურებლად განსაზღვრული თანხის გაზრდას არ აპირებს. მინდა მოგითხროთ იმის შესახებ, თუ რა ზიანი მიაყენა სამეგრელოსა და კახეთს გადაუღებელმა წვიმებმა, მდინარეების ადიდებამ და ქარიშხალმა.



სამეგრელო ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ, პირველი წყალდიდობისას, სერიოზულად დაზარალდა. მხოლოდ მარტვილის რაიონში სტიქიით გამოწვეული ზარალი დაახლოებით მილიონ 900 ათას ლარს შეადგენს. ახლა ამას დაემატა ისიც, რომ ბოლო დღეების მანძილზე ადიდდა მდინარე ცხენისწყალი, რომელმაც ჯებირის გარღვევის შემდეგ დაახლოებით 1000 ჰექტარი სახნავ-სათესი და საძოვარი ფართობი დატბორა