ქარი _ ჰაერის ნაკადი.
საშუალო სტანდარტებით ქარად ითვლება ჰაერის ნაკადი, რომლის სიჩქარეა 0.6 მ/წმ.
ქარები დიდ ფართობზე წარმოიქმნება და ქმნის ვრცელ საჰაერო დინებას _ მუსონს, პასატებს, რომლიდანაც შეიკრება ატმოსფეროს საერთო და ადგილობრივი ცირკულაცია.
ქარი წარმოიქმნება ატმოსფერული წნევის არათანაბარი განაწილების შედეგად და მაღალი წნევის ზონიდან შედარებით დაბალი წნევის ზონისკენ მიიწევს. წნევის არათანაბარი ცვლილების გამო ქარის სიჩქარე და მიმართულება სივრცეში გამუდმებით იცვლება. ქარის სიჩქარე ხახუნის ძალის შესაბამისად იკლებს ან იმატებს.
ქარის სიჩქარის ვიზუალური შეფასებისთვის გამოიყენება ბოფორტის სკალა. ქარის სიჩქარეზე მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად იქმნება გრაფიკი, ვექტორული დიაგრამა _ “ქარის ვარდები“.
მიწიძვრა-უეცარი მიწისქვეშა ბიძგები და დედამიწის ზედაპირის რყევა,განპიროვნებული ენდოგენური პროცესებით.ენდოგენური პროცესები-რელიეფწარმომქმნელი პროცესები,რომელიც უმთავრესად ხდება დედამიწის შიგნით და ძირითადად განპიროვნებულია დედამიწის შინაგანი ენერიით.მისი გამოვლინებაა მთათწარმომშობი პროცესებიმიწისძვრებიდა ვულკანური მოქმედება
ცუნამი-წყალმოვარდნის ერთ-ერთი ფორმაა,რომლის დამანგრეველი ძალა ხშირად გამოუცდიათ ოკეანისპირა მცხოვრებთ. ცუნამი იაპონურ ენაზე "უბის ტალღას" ნიშნავს. იგი ოკეანეებში ძირითადად მიწისძვრების შედეგად ჩნდება.მიწისქვეშა ბიძგი იწვევს ისეთი ტალღების განვითარებას, რომლებიც მაქსიმალურ სიჩქარეს და სიმაღლის სანაპიროსთან მიახლოებას აღწევენ.
წყალდიდობა - მნიშვნელოვანი ტერიტორისს დატბორვა,განპიროვნებული მდინარის,ტბის ან ზღვის წყლის დონის მატებით
წყალმოვარდნა - წყლის დონის უეცარი მატება,განპირობებული თავსხმა წვიმებით ან თოვლის ინტენსიური დნობით. წყალდიდობა ძნელად პროგნოზირებადი მოვლენაა.
ვულკანი-კონუსებური მთა,რომელიც შექმნილია დედამიწის ზედაპირზე დედამიწის ქერქიდან ამომფრქვეული ლავის გადაადგილების და გაცივების შედეგად.განასხვავებენ მოქმედ და ჩამქრალ ვულკანებს. ლათინურად "ვულკანუს" ძველი რომალების ცეცხლისა და სამჭედლო საქმის მფარველ ღმერთს ეწოდებოდა.
ვულკანიზმი- იმ მოვლენების და პროცესების ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულია მაგმის დედამიწის ქერქში ან მის ზედაპირზე გადაადგილებასთან.
მეწყერი- სიმძიმის ძალის მოქმედებით ფერდობის დახრილობის მიმართულებით ნიადაგის ან მთის ქანების გადაადგილება,რაშიც მნიშვნელოვან როლს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები ასრულებს.
ზვავი- მთის ფერდობზე მოძრავი თოვლის მასა. გერმანული"ლავინე" ძველი ლათინური "ლაბინა"-დან წარმოიქმნა, რაც დაცურებას,მეწყერს ნიშნავს.